top of page
  • Facebook
  • Instagram

ზებრა როლეტი

ზებრა როლეტი — ეს არის რულონური ტიპის ფარდა-ჟალუზის ინოვაციური სისტემა, რომელიც გაერთიანებულია როგორც ფარდის, ისე ჟალუზის საუკეთესო მახასიათებლებით. სისტემა შედგება ჰორიზონტალურად განლაგებული ზოლებისგან, სადაც მონაცვლეობით გამოყვანილია შუქგამტარი და შუქგაუმტარი ქსოვილის ზოლები.

ზებრა ჟალუზის ქსოვილი მოძრაობს ე.წ. „ღვედის პრინციპით“ – წრიული გადაადგილებით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად გააკონტროლოს შუქის ინტენსივობა ოთახში. შეგიძლიათ ნახევრად გაანათოთ ან სრულად დაბნელოთ სივრცე ქსოვილის გადაფარვის პრინციპით.

პროდუქტის სისტემა წარმოდგენილია ფერების და ტექსტურების ფართო არჩევანით, მათ შორის სხვადასხვა გეომეტრიული ან კლასიკური პრინტებით. ეს არჩევანი ზებრა ჟალუზს აქცევს იდეალურ გადაწყვეტილებად როგორც თანამედროვე ინტერიერებისთვის, ისე კლასიკური დიზაინის მქონე ბინებისა და ოფისებისთვის.

როლეტი გამოსადეგია ნებისმიერი სივრცისთვის – საცხოვრებელი სახლები, ოფისები, სასტუმროები ან კომერციული ობიექტები. მისი რბილი ქსოვილი და ეფექტური მართვის სისტემა საშუალებას გაძლევთ შექმნათ მყუდრო და ნათელი გარემო დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

Screenshot 2025-06-12 151957.jpg
bottom of page