ჭკვიანი ჭიშკრები და ძრავები

ჭკვიან სისტემებზე დაფუძნებული გასაგორებელი კარი და ალაყაფის ორფრთიანი კარი კარგად ერგება როგორც ქარიან, ისე დაღმართიან ტერიტორიას.
თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებით ორივე ტიპის კარის მართვა შესაძლებელია ავტომატურად – სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ძრავების საშუალებით. ასეთი სისტემები არამარტო ამარტივებს ყოველდღიურ გამოყენებას, არამედ უზრუნველყოფს დამატებით კომფორტსა და უსაფრთხოებას.
გასაგორებელი ტიპის ჭიშკარი ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც ღიობის პარალელურად არსებობს თავისუფალი სივრცე, სადაც შესაძლებელია კარის მოძრაობა. ეს სისტემა განსაკუთრებით გამოსადეგია აღმართიან რელიეფზე, რადგან კარი მოძრაობს მიწაზე დაგებული რელსის ან საჰაერო კონსტრუქციის საშუალებით და არ ექმნება ბარიერები გრუნტის დაქანების პირობებში.
ქარიან ზონებში გასაგორებელი კარი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა — ის არ საჭიროებს ძრავის მხრიდან დამატებით ძალას ქარის წინააღმდეგობის დასაძლევად, რაც მას უფრო საიმედოსა და გამძლეს ხდის.





ალაყაფის ტიპის ჭიშკარი რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ ღიობის გვერდით სივრცე შეზღუდულია და არ იძლევა კარის გვერდულად გადაადგილების საშუალებას. ამ ტიპის კარის ორივე ფრთა იშლება ღიობის სიგანეში — როგორც ეზოს შიგნით, ისე გარეთ. მისი მონტაჟი მარტივდება, რადგან არ საჭიროებს რელსებისა და გორგოლაჭების დამონტაჟებას — კონსტრუქცია მზადდება აწყობილი ჩარჩოთი, რაც გამორიცხავს ბეტონის სამუშაოების აუცილებლობას.

ორივე ტიპის ჭიშკრისთვის ხელმისაწვდომია ავტომატური მართვის სისტემა, რომელიც გამარტივებს ყოველდღიურ გამოყენებას. კარი შესაძლოა გაიხსნას და დაიკეტოს მხოლოდ ერთი ღილაკის დაჭერით — დისტანციური მართვის პულტით ან სხვა ჭკვიანი კონტროლერის საშუალებით.
საცალფეხო კარი ორივე შემთხვევაში შესაძლებელია ინტეგრირდეს ან დამოუკიდებლად დაემატოს. დიზაინის და მასალის არჩევანი ერთნაირია :
მისი გარსი იწყობა ლითონისგან, ხოლო შემადგენელი ნაწილი შესაძლებელია იყოს: ალუმინი, ლითონი ან ხე.
.jpg)
ძრავი ალაყაფის ტიპის კარისთვის
ძრავი გასაგორებელი ტიპის კარისვთის