top of page
  • Facebook
  • Instagram

         გარე დამცავი ჟალუზი

ჭკვიანი ალუმინისა და ცეცხლგამძლე გარედამცავი ჟალუზი წარმოადგენენ თანამედროვე და მრავალფუნქციურ გადაწყვეტას როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცისთვის. ისინი ეფექტურად იცავენ შენობას გარემო პირობებისგან და უზრუნველყოფენ სიმყუდროვეს, უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტურობას.

გარედამცავი ჟალუზების მართვა შესაძლებელია შენობის შიგნიდან — როგორც ავტომატურად, ისე მექანიკურად, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს პროდუქტი კარებისა და ფანჯრების გაღების გარეშე. ეს ზრდის მოხერხებულობას ნებისმიერ ამინდში.

გარდა დამცავი ფუნქციისა, ჟალუზები შეიძლება გამოიყენოთ როგორც დეკორატიული ელემენტი, რაც ფასადს ანიჭებს დახვეწილ და თანამედროვე იერსახეს. მონტაჟი შესაძლებელია როგორც მშენებლობის პროცესში, ისე უკვე დასრულებულ შენობებზე.

ცეცხლგამძლე რულონური ჟალუზი იდეალურია კრიტიკული სიტუაციებისთვის რომელიც დამზადებულია სპეციალური მასალისგან და აკმაყოფილებს EN 13501-2:2007 საერთაშორისო სტანდარტებს. ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე პროდუქციას მინიჭებული აქვს E120-E180 კლასიფიკაცია, რაც ნიშნავს, რომ შეუძლია 120-დან 180 წუთამდე გაუძლოს ცეცხლის ზემოქმედებას და შეაფერხოს ხანძრის გავრცელება.


ორივე მოდელი გამოირჩევა თერმოიზოლაციური თვისებებითა და გამძლეობით. ისინი გათვლილია ინტენსიური ექსპლუატაციის პირობებზე და ინარჩუნებენ ფუნქციურობასა და ვიზუალს დიდი ხნის განმავლობაში.

PEK-77 ​

გარედამცავი ჟალუზი PEK-77

PEK-77​

გარე დამცავი ჟალუზი PA-77

PA-77​

გარე დამცავი ჟალუზი PE 100

PE-100

გარე დამცავი ჟალუზი

PA-52

smartstudio

bottom of page