ჭკვიანი ფარდა და საფარდე სისტემები

ფარდის მართვის სისტემა თანამედროვე ინტერიერის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სივრცეს გააჩნია მაღალი ჭერი ან ფართო ვიტრაჟები. გთავაზობთ როგორც მექანიკურ, ასევე ავტომატურ ჭკვიან კარნიზებსა და ფარდის სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფს კომფორტს, ფუნქციურობასა და დიზაინის მრავალფეროვნებას.
თითოეული გადაწყვეტილება ადაპტირებულია სივრცის სპეციფიკის, მოხმარების ინტენსივობისა და ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად.
მექანიკური კარნიზი- არის იტალიური ბრენდის „MOTTURA“-ს წარმოება. ის მზადდება ალუმინისგან და ხელმისაწვდომია ერთღარიანი ან ორ ღარიანი ვარიანტით. ორ ღარიან კარნიზზე შესაძლებელია თხელი და სქელი ფარდის ერთდროული მოთავსება. ფარდის მართვა ხორციელდება ხელით ან თოკით. ეს ტიპი გამორჩეულია სიმყარით
.






ავტომატური კარნიზი უზრუნველყოფს ფარდის გახსნა-დახურვას პულტის საშუალებით, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მაღალჭერიან ან ვიტრაჟიან სივრცეებში. მაქსიმალური სიგრძე 6 მეტრს შეადგენს. ერთი კარნიზისთვის საჭიროა ერთი ძრავი; შესაბამისად, თხელი და სქელი ფარდის შემთხვევაში საჭირო იქნება ორი კარნიზი და ორი ძრავი.
PEK-77
შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც გამჭვირვალე ქსოვილი, ისე სრული დაბნელების (blackout) ეფექტის მქონე მასალა, რაც მომხმარებელს აძლევს არჩევანის თავისუფლებას დიზაინისა და ფუნქციონალურობის მიხედვით.

საფარდე კარნიზი