ჭერის ფარდა

ჭერის ფარდა — თანამედროვე და პრაქტიკული გადაწყვეტაა, რომელიც იდეალურია ზამთრის ბაღებისთვის და შუშის ჭერიანი სივრცეებისთვის. სისტემა იცავს სივრცეს მზის პირდაპირი სხივებისგან
რელსების კონსტრუქცია შესაძლებელია იყოს როგორც სწორი, ისე თაღოვანი, რაც საშუალებას იძლევა, სისტემა მარტივად მოერგოს ნებისმიერი შენობის არქიტექტურას — იქნება ეს საცხოვრებელი ბინა თუ კომერციული ობიექტი.
ქსოვილი დამზადებულია ანტიბაქტერიული და ანტისტატიკური მასალისგან, რაც უზრუნველყოფს მის ხანგრძლივობას, ფერის შენარჩუნებას და მაღალი ხარისხის ვიზუალურ ეფექტს. ფერთა მრავალფეროვანი არჩევანი კი საშუალებას გაძლევთ ჭერის ფარდა იდეალურად მოარგოთ ნებისმიერ ინტერიერს.
.jpg)

გამოყენების არეალი ფართოა:
ჭერის ფარდები აქტიურად გამოიყენება კომერციულ სივრცეებში, ორგანიზაციებისა და საწარმოების შუშის ჭერებზე, ვარსკვლავიანი სასტუმროების აუზებისა და ლაუნჯ ზონების თავზე, ასევე ვილებისა და ბინების ზამთრის ბაღებში.



