ხის ვენეციური ჟალუზი

მათთვის, ვინც ინტერიერში ბუნებრივ მასალებსა და ხის ტექსტურას ანიჭებს უპირატესობას, იდეალური არჩევანია ხის ჰორიზონტალური (ვენეციური) ჟალუზი. ის ავსებს სივრცეს სიმყუდროვით, სითბოთი და ბუნებრივი ელეგანტურობით, ამავდროულად იცავს ინტერიერს მზის ზედმეტი სხივებისგან.
პროდუქტი იდეალურია საცხოვრებელი სახლებისთვის, ასევე დიდი ვიტრაჟების მქონე ოფისებისა და კომერციული ობიექტებისთვის. მართვა შესაძლებელია მექანიკურად (მბრუნავი ჯოხით) ან დისტანციურად ავტომატური სისტემით. ლამელების რეგულირებით შესაძლებელია სინათლის ინტენსივობის ზუსტი კონტროლი — როგორც სრული დაბნელება, ისე შუქის ნაწილობრივი გაფილტვრა.
ხის ჟალუზი წარმოდგენილია ფერთა და ფაქტურათა ფართო არჩევანით, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას მოარგოს ის ინტერიერის სტილს — იქნება ეს მინიმალისტური, კლასიკური თუ ეკო-დიზაინი. ჟალუზები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალით


ხის ჟალუზების ზომები შეიძლება იყოს
-
25 მმ ვერსია:
სიგანე: 25 სმ-დან 170 სმ-მდე
სიგრძე: 20 სმ-დან 210 სმ-მდე
აკეცილ მდგომარეობაში იკავებს დაახლოებით 30 სმ-ს (სტანდარტული ზომით: 200 სმ სიგრძე)
ასევე შესაძლებელია მაქსიმუმ 300 სმ სიგრძის ჟალუზის დამზადება.
