top of page
  • Facebook
  • Instagram

ვერტიკალური ფარდა

ვერტიკალური ჟალუზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური მზისგან დამცავი სისტემაა, რომელიც შესანიშნავად ერგება როგორც საოფისე, ასევე საცხოვრებელ ინტერიერს. მისი ვერტიკალური ლამელები ვიზუალურად ამაღლებს ჭერს. 

ჟალუზების ფერთა და ფაქტურათა ფართო არჩევანი საშუალებას გაძლევთ, ინტერიერის სტილს მარტივად მოარგოთ – იქნება ეს თანამედროვე თუ კლასიკური დიზაინი.

მართვის მექანიზმის მეშვეობით შესაძლებელია სინათლის ნაკადის მიმართულების რეგულირება, რაც ქმნის “გაბნეული შუქის” ეფექტს და უზრუნველყოფს ოთახში სასიამოვნო ატმოსფეროს.

 

ჟალუზის ქსოვილი დამუშავებულია სპეციალური ანტისეპტიკური და მტვრისდამფარავი ნივთიერებებით, რაც მას მეტად პრაქტიკულს ხდის. იგი არ ხუნდება, არ იწვის და ოთახში ტემპერატურას ჩვეულებრივ ფარდასთან შედარებით დაახლოებით 10 გრადუსით ამცირებს.

მოვლის თვალსაზრისით, ვერტიკალური ჟალუზი ძალზე მოსახერხებელია. უმეტესობა ქსოვილების გაწმენდა შესაძლებელია სველი ჩვრით ან რბილი ჯაგრისით. სიღრმისეული წმენდის შემთხვევაში, ლამელები მარტივად იხსნება, რულონებად ეხვევა და იწმინდება. ბოლოს,  გაწურვის გარეშე, სველ მდგომარეობაში კვლავ იკიდება, რაც სიმძიმეების წყალობით თავისთავად ასწორებს და აშრობს მათ ფორმის დაკარგვის გარეშე.

Screenshot 2025-06-12 202129.jpg
bottom of page