top of page
  • Facebook
  • Instagram

ფასადის საჩრდილობელი ჟალუზი

წარმოგიდგენთ თანამედროვე და ეფექტურ საჩრდილობელ სისტემებს, რომლებიც მზისგან დაცვასთან ერთად შენობებს ანიჭებს ესთეტიკურ იერსახეს და ზრდის ენერგოეფექტიანობას.

ერთ-ერთი გამორჩეული გადაწყვეტაა ალუმინის სისტემები
„Sunbreakerდა გარე ჰორიზონტალური ჟალუზი, რომლებიც ფუნქციურობასა და დიზაინს იდეალურად აერთიანებს.

"Sunbreaker " -ი წარმოადგენს მსუბუქ და გამძლე ალუმინის ფირფიტებზე დაფუძნებულ სისტემას, რომელიც გამოიყენება როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად.

 

მისი ფირფიტები მოძრაობისას იცვლიან დახრილობას 0-დან 90 გრადუსამდე, რაც საშუალებას გაძლევთ განათებისა და ჩრდილის მორგება დღის სხვადასხვა მონაკვეთში. სისტემას არამხოლოდ სიგრილის შენარჩუნება, არამედ არქიტექტურული სახის თანამედროვე ელემენტით გამდიდრებაც შეუძლია.

გარე ჰორიზონტალური ჟალუზი კი განსაკუთრებით პოპულარულია ფასადის საჩრდილობელ სისტემებს შორის. მისი გლუვი, კვადრატული ფორმის ალუმინის ფირფიტები გაძლევთ შესაძლებლობას აკონტროლოთ მზის სხივების შემოსვლის კუთხე, რაც ქმნის სასიამოვნო ტემპერატურასა და მაქსიმალურ კომფორტს შენობაში.

αντιριδα_b (1)-Photoroom (3).png

Sunbreaker

მაქს. სიმაღლე  X: 7 მ

მაქს. სიგანე Y : 7 მ

​მართვის ტიპი: მექანიკურად & ძრავის საშუალებით

αντιριδα_b (1)-Photoroom (4).png

გარე ჰორიზონტალური ჟალუზი

მაქს. სიმაღლე  X: 4,5 მ

მაქს. სიგანე Y : 5 მ

​მართვის ტიპი: მექანიკურად & ძრავის საშუალებით

bottom of page