top of page
  • Facebook
  • Instagram

ჰორიზონტალური ჟალუზი

ჰორიზონტალური ჟალუზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური საშუალებაა მზის სხივებისაგან შიდა ინტერიერის დასაცავად. დახურულ მდგომარეობაში იგი მაქსიმალურად აფერხებს სინათლის შემოსვლას, ხოლო გახსნილად - უზრუნველყოფს მზის სხივების თანაბარ განაწილებას. მისი ელეგანტური ფერთა გამა ქმნის სიმყუდროვეს როგორც ბინებში, ისე ოფისებში. ის იდეალურად ერგება ცალკეულ ფანჯრებს, აივნის კარებსა და მცირე სარკმლებს

ჟალუზი შედგება მეტალის კარნიზისგან, ალუმინის ფირფიტებისგან (ლამელები), სამართავი თოკისა და პლასტმასის ჯოხისგან. მართვა მარტივია – მომხმარებელი თვითონ არეგულირებს ლამელების დახრის კუთხეს სინათლის კონტროლისთვის, ან ზუსტად ის სიმაღლე ირჩევს, სადაც უნდა, რომ ჟალუზი გაჩერდეს.

ფირფიტები დაფარულია ეკოლოგიურად სუფთა საღებავით, რომელიც გამძლეა მზის რადიაციისა და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ. შესაძლებელია, რომ კარნიზის, თოკისა და ლამელების ფერი ერთმანეთს ეწყობოდეს.

ჰორიზონტალური ჟალუზი არა მხოლოდ ეფექტური, არამედ ძალზე პრაქტიკული და მარტივი მოსავლელიც არის – საკმარისია მისი გაწმენდა სველი ქსოვილით. ჟალუზს აქვს სპეციალური ქვედა ფიქსატორები, რაც თავიდან აგაცილებთ მოძრაობის ან ხმაურის პრობლემას ფანჯრის ან კარის გახსნისას. 

shutterstock_299733383 (1).jpg
bottom of page